prep.ge

განდეგილი — ორიგინალი ტექსტი

ილია ჭავჭავაძე · თავი 1

ნაწილები
  1. თავი 1
  2. თავი 2
  3. თავი 3
  4. თავი 4
  5. თავი 5
  6. თავი 6
  7. თავი 7
  8. თავი 8
  9. თავი 9
  10. თავი 10
  11. თავი 11
  12. თავი 12
  13. თავი 13
  14. თავი 14
  15. თავი 15
  16. თავი 16
  17. თავი 17
  18. თავი 18
  19. თავი 19
  20. თავი 20
  21. თავი 21
  22. თავი 22
  23. თავი 23
  24. თავი 24
  25. თავი 25
  26. თავი 26
  27. თავი 27
  28. თავი 28

1 თავი

სადაც დიდებულს მთასა მყინვარსა ორბნი, არწივნი ვერ შეჰხებიან, სად წვიმა-თოვლნი, ყინულად ქმნილნი, მზისგან აროდეს არა დნებიან, სად უდაბურსა მას მყუდროებას კაცთ ჟრიამული ვერ შესწვდენია, სად მეუფება ჭექა-ქუხილსა, ყინულს და ქართა მხოლოდ ჰშთენია, - უწინდელს დროში ღვთისა მოსავთა გამოუქვაბავთ მუნ მონასტერი და იმ ყინულში შეთხრილს ღვთის ტაძარს ბეთლემს უწოდებს დღესაცა ერი. ფრიალოსაებრ ჩამოთლილი აქვს იმ წმინდანთ სადგურს ყინულის ზღუდე, და ზედ კარია გამოკვეთილი - ვით კლდის ნაპრალზედ არწივის ბუდე. ზღუდის ძირამდე რკინის რამ ჯაჭვი ზედა ჰკიდია თურმე იმ კარსა, - და თუ არ ჯაჭვით, სხვაფრივ ვერა გზით ვერ ძალუძს ასვლა ვერარა კაცსა.

ტექსტის წყარო: ილია ჭავჭავაძე