prep.ge

თორნიკე ერისთავი — კარი მესამე — თავი III — ორიგინალი ტექსტი

აკაკი წერეთელი · კარი მესამე — თავი III

ნაწილები
  1. კარი პირველი — თავი I
  2. კარი პირველი — თავი II
  3. კარი პირველი — თავი III
  4. კარი პირველი — თავი IV
  5. კარი პირველი — თავი V
  6. კარი პირველი — თავი VI
  7. კარი პირველი — თავი VII
  8. კარი მეორე — თავი I
  9. კარი მეორე — თავი II
  10. კარი მეორე — თავი III
  11. კარი მეორე — თავი IV
  12. კარი მესამე — თავი I
  13. კარი მესამე — თავი II
  14. კარი მესამე — თავი III
  15. კარი მესამე — თავი IV
  16. კარი მესამე — თავი V
  17. კარი მესამე — თავი VI
  18. კარი მეოთხე — თავი I
  19. კარი მეოთხე — თავი II
  20. კარი მეოთხე — თავი III
  21. კარი მეოთხე — თავი IV

III

ვითა ეთერი მზეთუნახავი,

საყვარლის მლოდე, თრთის და კანკალებს,

სახეს ვარდისფრად იღებავს გრძნობით

და იელვარებს სურვილით თვალებს,

ისე განთიადს ცისკრის ვარსკვლავი

ლაჟვარდ ცაზედა კაშკაშით თრთოდა

და ფერმიხდილად ნათელ-ძლიერი

მზისა ამოსვლას ეშხით შესტრფოდა.

თითქოს ქვეყანაც, მით მოხიბლული,

განმსჭვალულიყო მისის თანგრძნობით

და უგალობდა „ციურ ნანინას“.

საიდუმლო და უცნაურ გზნობით.

სუნნელთა მფენი დილის ნიავი,

ბალახთ ბიბინი, ფოთოლთ შრიალი

ბანსა აძლევდნენ ღვთიურს ნანინას

და ათანხმებდა მათ ძალთაძალი.

ციური ნიჭის მისაღებელად

ვარდმა კოკობმა თავი ახარა;

ცრემლად დაეცა გულზე მანანა,

ააელფერა და გაახარა!..

თურმე ბულბულიც ამას უცდიდა:

თავისებურად იწყო მას სტვენა,

თითქოს უნდოდა მით მოეტანა

ცოდვილ ქვეყნისთვის კურთევა ზენა,

მაგრამ ამა დროს საზარელი ხმით

უცბად რაღაცამ დაიგრიალა

და მით სიხარბემ ჯოჯოხეთისამ

გამოიჩინა ბოროტი ძალა:

შეიქმნა ბუკის, საყვირის ცემა,

ასტყდა ჭიჭყინი ზურნის საზარი...

აჰა, თენდება და ემზადება

სისხლის სათხევად ორივე ჯარი!

ტექსტის წყარო: აკაკი წერეთელი