prep.ge

თორნიკე ერისთავი — კარი მესამე — თავი I — ორიგინალი ტექსტი

აკაკი წერეთელი · კარი მესამე — თავი I

ნაწილები
  1. კარი პირველი — თავი I
  2. კარი პირველი — თავი II
  3. კარი პირველი — თავი III
  4. კარი პირველი — თავი IV
  5. კარი პირველი — თავი V
  6. კარი პირველი — თავი VI
  7. კარი პირველი — თავი VII
  8. კარი მეორე — თავი I
  9. კარი მეორე — თავი II
  10. კარი მეორე — თავი III
  11. კარი მეორე — თავი IV
  12. კარი მესამე — თავი I
  13. კარი მესამე — თავი II
  14. კარი მესამე — თავი III
  15. კარი მესამე — თავი IV
  16. კარი მესამე — თავი V
  17. კარი მესამე — თავი VI
  18. კარი მეოთხე — თავი I
  19. კარი მეოთხე — თავი II
  20. კარი მეოთხე — თავი III
  21. კარი მეოთხე — თავი IV

კარი მესამე

I

„თავგასულია სკლიაროს

მთავარი ბარდაველიო:

ბერძნების სისხლით შეჰღება

ურჯულომ მთა და ველიო!

ორად გააპო სამეფო,

აოხრებს ნახევარსაო;

სპარსელები და სომხები

შემოჰხვევიან გარსაო!

გრიგოლ და ბაგრატ თანა ჰყავს,

ორი ძმა თარონელიო,

მათ მიუციათ მომხრებად

მოჯანყისათვის ხელიო.

მოქის თავადიც აქ არის,

აფრანიკ, სომეხთ გმირიო,

და საღალატოდ შეუკრავთ

სუყველას ერთად პირიო.

გაულეწიათ ბერძნები,

იჩაგვრის ძველი ლომიო,

მაგრამ ჩვენ უნდა ვუჩვენოთ

აწ-ღა სხვაგვარი ომიო!

შორის ქვეყნით ვართ მოსული

სჯულისთვის მეომარიო;

ხელში გვიჭირავს ფარ-ხმალი,

წინ გვიძღვის ქრისტეს ჯვარიო.

ჩვენ ვართ თორმეტი ათასი,

თითოს შეგვხვდება ათიო,

მაგრამ რა გვიჭირს? ადრევაც

გვინახავს შებმა მათიო!

ჰა ბურთი, ჰა მოედანი!..

მობრძანდეს ბარდაველიო

და ამოიგოს მან ჩვენგან

იმისი სისხლი ძველიო!

სიკვდილი ან გამარჯვება!

ვინც თავი დაიშუროსო,

დედა შეირთოს მან ცოლად,

ლეჩაქი დაიხუროსო!..“

ტექსტის წყარო: აკაკი წერეთელი