prep.ge

სტუმარ-მასპინძელი — თავი IX — ორიგინალი ტექსტი

ვაჟა-ფშაველა · თავი IX

ნაწილები
  1. თავი I
  2. თავი II
  3. თავი III
  4. თავი IV
  5. თავი V
  6. თავი VI
  7. თავი VII
  8. თავი VIII
  9. თავი IX
  10. თავი X
  11. თავი XI
  12. თავი XII
  13. თავი XIII
  14. თავი XIV
  15. თავი XV

IX

მეორეს დილას აღაზამ

ძროხა გარეკა მთისაკე,

ჩამოდიოდენ ფრინვლები,

იზიდებოდენ მკვდრისაკე;

აღაზაც მიიპარება

სასაფლაოს თავს კლდისაკე.

იქიდამ აფრთხობს ყორნებსა,

სვავთა მხარ-მოფარფაშეთა,

ორბებსა გაუმაძღრებსა,

მკვდრის ლეშზე მოყაშყაშეთა;

ხელს ამუშავებს და ჰმალავს

თვალებს, მზებრ მოკაშკაშეთა.

კლდიდამ გადისვრის კენჭებსა

და თან წინდას ქსოვს ვითომა,

ოსტატობს, ხალხმა ვერ შესძლოს

იმის ფიქრების მიხდომა.

ტექსტის წყარო: ვაჟა-ფშაველა